სალას მეგობარი: აგენტმა ის აიძულა, თვითმფრინავში ჩამჯდარიყო

AutoSharing Option
ემილიანო სალას მეგობარმა მასიმილიანო დუარტემ აგენტი უილი მაკეი დაადანაშაულა, რომ მან დააძალა სალას, თვითმფინავში ჩამჯდარიყო.

"პასუხისმგებლობა ამაზე მას ეკისრება. სიმართლეს ჩქმალავენ, რომელიც შემდგომში მდგომარეობს - დამნაშავე არსებობს.

ემილიანო არასდროს ჩაჯდებოდა ამ თვითმფრინავში, მაგრამ ის იძულებული იყო, ეს გაეკეთებინა, რადგან პროფესიონალი ფეხბურთელია და ვალდებულებები აქვს. მას დააძალეს, თვითმფრინავში ჩამჯდარიყო", - თქვა დუარტემ.

თვითმფრინავი Piper PA-47 Malibu, რომელშიც სალა იჯდა, მაკეის ეკუთვნოდა. მაკეი სალას ტრანსფერში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს თვითმფრინავი იპოვეს, რომელშიც ერთი გარდაცვლილი ადამიანის სხეული იყო.

alt"კარდიფის" მწვრთნელმა ემილიანო სალას

მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ატირდა [VIDEO]

altსალას თვითმფრინავის ნაწილში ადამიანის სხეული აღმოაჩინეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული