"მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" აბუჩად აიგდო - სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს, პრემიერლიგის 27-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ჩელსი" 6:0 გაანადგურა.

ჰეთ-თრიკი სერხიო აგუერომ შეასრულა, რახიმ სტერლინგმა 2, ილკაი გიუნდოგანმა კი 1 გოლი გაიტანა.

"ქალაქელებმა" 65 ქულა დააგროვეს, "ლივერპულს" დაეწიენ და ბურთების უკეთესი სხვაობით გალიდერდნენ. თუმცა, "ლივერპულს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში ერთ შეხვედრაში პირველად გაუშვეს 6 გოლი, ბოლოს კი ასეთი დიდი ანგარიშით 1991 წელს დამარცხდნენ "ნოტინგემთან" - 1:7.

აგუერომ ინგლისის ჩემპიონატზე მეშვიდე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ალან შირერს დაეწია.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 452 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი
- ჩელსი 6:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 2:0 აგუერო (13), 3:0 აგუერო (19), 4:0 გიუნდოგანი (25), 5:0 აგუერო (56, პენ), 6:0 სტერლინგი (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული