თურმე, ბინ სალმანს "მანიუს" ყიდვა ახალი სეზონის დაწყებამდე სურს. თუ მხარეები შეთანხმდნენ, "იუნაიტედის" ამჟამინდელი მფლობელები, ამერიკელი ბიზნესმენები გლეიზერები 2.2 მილიარდ ფუნტს მოიგებენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეიზერები "მანჩესტერის" გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა წინადადება იმდენად მაცდუნებელია, რომ არაა გამორიცხული, დათანხმდნენ კიდეც.
მანკუნიანური გუნდი 26 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩება.