"მანჩესტერი" დავიდ დე ხეას ახალ კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
"ტაიმსის" ცნობით, "მანჩესტერი" მეკარე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

გამოცემის მტკიცებით, "მანიუ" მზადაა ესპანელ გოლკიპერს ხუთწლიანი ხელშეკრულება და წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზოს.

დე ხეას კონტრაქტი 2019 წლის ზფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ კლუბს უფლება აქვს კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გაუხანგრძლივოს.

ის "იუნაიტედმა" 2011 წელს "ატლეტიკოსგან" 25 მილიონად შეიძინა, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 26 მატჩში 35 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული