18 თებერვალს, ინგლისის თასის 1/8 ფინალში "მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 სძლია "ჩელსის" და მეოთხედფინალში "ვულვერჰემპტონს" შეხვდება.
"არისტოკრატებმა" მორიგი მარცხი განიცადეს და მის მწვრთნელს, მაურისიო სარის, რომელსაც ისედაც წყალი ჰქონდა შეყენებული, მალე გადააყენებენ.
რაც სოლსკიაერი ჩაუდგა "მანიუს" სათავეში, პოგბამ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სოლსკიაერი ფერგიუსონის შემდეგ "იუნაიტედის" პირველი მწვრთნელია, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად სძლია.
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 562 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 ერერა (31), 0:2 პოგბა (45)
ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა (ძაპაკოსტა 82), დავიდ ლუისი, რიუდიგერი, ალონსო, კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 71), პედრო (ვილიანი 58), აზარი, იგუაინი
მანჩესტერი: რომერო, შოუ, ლინდელეფი, სმოლინგი, იანგი, პოგბა, მატიჩი, ერერა, მატა (პერეირა 76), რეშფორდი (მაკტომინი 90+4), ლუკაკუ (სანჩესი 73)
სწორია _ უეჭველად მოხსნიან