"მანჩესტერმა" "ჩელსი" თასიდან გამოაგდო - მაურისიო სარის უეჭველი მოხსნიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 თებერვალს, ინგლისის თასის 1/8 ფინალში "მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 სძლია "ჩელსის" და მეოთხედფინალში "ვულვერჰემპტონს" შეხვდება.

"არისტოკრატებმა" მორიგი მარცხი განიცადეს და მის მწვრთნელს, მაურისიო სარის, რომელსაც ისედაც წყალი ჰქონდა შეყენებული, მალე გადააყენებენ.

რაც სოლსკიაერი ჩაუდგა "მანიუს" სათავეში, პოგბამ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სოლსკიაერი ფერგიუსონის შემდეგ "იუნაიტედის" პირველი მწვრთნელია, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად სძლია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 562 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 ერერა (31), 0:2 პოგბა (45)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა (ძაპაკოსტა 82), დავიდ ლუისი,
რიუდიგერი, ალონსო, კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 71), პედრო (ვილიანი 58), აზარი, იგუაინი

მანჩესტერი: რომერო, შოუ, ლინდელეფი, სმოლინგი, იანგი, პოგბა, მატიჩი, ერერა, მატა (პერეირა 76), რეშფორდი (მაკტომინი 90+4), ლუკაკუ (სანჩესი 73)
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეცდომაა _ უეჭველი მოხსნიან
სწორია _ უეჭველად მოხსნიან
ილია
10:45 19-02-2019
1
ბრავო მანჩესტერი,
ზაზა
09:21 19-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული