ნახევარმცველი კევინ დე ბრიუნე თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" ოთხივე ტურნირის მოგება შეუძლია.
"ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ოთხივე ტურნირის მოგებას შევეცდებით. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და თუ ამას მივაღწიეთ, "სიტი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდება. ამისაკენ მივისწრაფით.
რაც შეიძლება მეტი ტურნირის მოგება გვინდა, თუმცა ერთბაშად ოთხივეს მოგება წარმოუდგენელია. თუ სამი მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ამაზე დავფიქრდებით. იქამდე არა", - აცხადებს ბელგიელი.