ლივერპულს "ლივერპულის" გარდა სხვა გუნდიც ჰყოლია - "ევერტონმა" "წითლებს" ფრე გაუგორა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 29-ე ტურში "ევერტონისა" და "ლივერპულის" მატჩი 0:0 დასრულდა.

"ევერტონმა" დერბიში მრისხანე თანაქალაქელებს ფრე გაუგორა და ლიდერობის დაბრუნების საშუალება არ მისცა. არადა, "ლივერპულის" გულშემატკივრები ხუმრობით ამბობენ, რომ მათ ქალაქში მხოლოდ ერთი გუნდია - "ლივერპული".

სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და 1 ქულას დასჯერდნენ.

ასე და ამგვარად, პირველ ადგილზე 71 ქულით "მანჩესტერ სიტია", რომელსაც 1 ქულით "ლივერპული" ჩამორჩება.

"ლივერპულის" თავდამსხმელ სალაჰს ბოლო 3 მატჩის განმავლობაში არ გაუტანია გოლი - რაც 2017 წელს ამ გუნდში
გადავიდა, ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია.

ლივერპული. "გუდისონი". 39 335 მაყურებელი
ევერტონი - ლივერპული 0:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული