"ლივერპულის" გულშემატკივრები არად აგდებენ თანაქალაქელ "ევერტონს", მაგრამ პრემიერლიგის 29-ე ტურში მასთან უგოლო ფრეს კი დასჯერდნენ და "მანჩესტერ სიტის" გადასწრება ვეღარ მოახერხეს.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა მოედანზე შესულ "წითლების" მენეჯერს, იურგენ კლოპს ირონიულად ტაში დაუკრა, ხოლო გერმანელი ბიჭს გაესაუბრა და სიცილით გაეცალა.
ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კლოპმა თქვა, რომ გამარჯვებული არა მარტის დასაწყისში, არამედ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვლინდება.