რომან აბრამოვიჩმა ურჩი კეპას გაყიდვა მოითხოვა

AutoSharing Option
იმის გამო, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "ჩელსის" მეკარე კეპა არისაბალაგა მწვრთნელს მაურისიო სარის არ დაემორჩილა და მოედანი არ დატოვა, კლუბის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა მისი გაყიდვა მოითხოვა.

ამ შეხვედრის შემდეგ სარიმ კეპას შემდეგი მატჩი გამოატოვებინა, ერთი კვირის ხელფასით დააჯარიმა და თქვა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, მაგრამ აბრამოვიჩმა კეპას ურჩობა არ აპატია.

El Confidencial-ის ცნობით, ლონდონური" კლუბი ახალ გოლკიპერს ეძებს.

არისაბალაგა "ჩელსიმ" "ბილბაოსგან" 80 მილიონ ევროდ შეიძინა და ეს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში მეკარის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.



მკითხველის კომენტარები / 1 /
Kepashi 80 milions aravin aghar gadaixdis!da saertod aramgonia romelime top klubs surdes...
Caruzo 9
01:44 06-03-2019
0

სიახლეები პოპულარული