9 მარტს, პრემიერლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "უოტფორდი" 3:1 დაამარცხა.
"ქალაქელთა" თავდამსხმელმა რაჰიმ სტერლინგმა კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"სიტის" 74 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 4 ქულით უსწრებს, რომელიც ხვალ "ბარნლის" მასპინძლობს.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 104 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 3:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (40), 2:0 სტერლინგი (50), 3:0 სტერლინგი (59), 3:1 დეულოფეუ (69)