ქურდმა ბრენდან როჯერსის სახლში სელფი გადაიღო

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ბოროტმოქმედებმა გლაზგოში "ლესტერის" 47 წლის მენეჯერის ბრენდან როჯერსის სახლი გაქურდეს. იმ დროს ბრენდანის 36 წლის მეუღლე შარლოტა და შარლოტას 6 წლის ქალიშვილი ლოლა სახლში იმყოფებოდნენ და შეშინებულები აბაზანაში დაიმალნენ.

ქურდმა როჯერსის სახლში სელფი გადაიღო და ეს სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე უცნობი ნიღბითაა და კედელზე ბრენდანის ქორწინების ფოტო მოსჩანს.

პოლიცია ამ სელფის მეშვეობით ქურდის აღმოჩენას იმედოვნებს.

როჯერსი 26 თებერვალს დანიშნეს "ლესტერის" მწვრთნელად და ოჯახის თავისთან გადაყვანა ვერ მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული