გვარდიოლა "იუვენტუსში" გადასვლაზე - ვიღაც რაღაცას "ტვიტერში" დაწერს, მსხვილი გამოცემები კი ამას გადაუმოწმებლად იმეორებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "იუვენტუსთან" წინასწარი შეთანხმების მიღწევის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"მე ვიცი, რომ სოციალურ მედიას დიდი გავლენა აქვს დღევანდელ საზოგადოებაში, მაგრამ ვიღაც რაღაცას დაწერს "ტვიტერში", შემდეგ კი მსხვილი გამოცემები ამის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ მე შემდეგ 4 წელს "იუვენტუსში" გავატარებ. რატომ ხდება ასე? ისინი არ ცდილობენ დამიკავშირდნენ მე, ჩემს აგენტს, მასიმილიანო ალეგრის, "მანჩესტერ სიტის" ან "იუვენტუსს".

ალეგრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საწყენია. მე "სიტისთან" კონტრაქტით კიდევ ორი წელი მაკავშირებს და თუ ხელმძღვანელობამ არ გადამაყენა, არსად წასვლას არ
ვაპირებ. უახლოესი ორი წლის მანძილზე მე "იუვენტუსში" ვერ მიხილავთ. ეს შეუძლებელია", - განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ის ასევე შეეხო "უოტფორდთან" გუშინდელ მატჩში (3:1) რაჰიმ სტერლინგის მიერ გატანილ გოლს, როდესაც მატჩის მთავარმა მსაჯმა პოლ ტირნიმ გოლი ჩათვალა, ლაინსმენმა კი თამაშგარე დააფიქსირა.

"შემდეგ სეზონში VAR-ს შემოიღებენ და თამაში უფრო სამართლიანი გახდება. მე ბოდიშს ვიხდი, თუ სტერლინგმა გოლი თამაშგარედან გაიტანა. ჩვენ მხარს ვუჭერდით VAR-ის მიმდინარე სეზონიდან შემოღებას, თუმცა სხვა კლუბებმა უარი განაცხადეს", - აღნიშნა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

alt"მანჩესტერ სიტიმ" გაიმარჯვა - რაჰიმ სტერლინგმა ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

altპეპ გვარდიოლამ "იუვენტუსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული