იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი გუელპამ რადიო CRC Napoli-ს ეთერში განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა "იუვენტუსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას:
"გავიგე, რომ გვარდიოლა "იუვეს" ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ეს ამბავი იმ ადამიანმა მითხრა, რომელმაც ადრე რონალდოს ამ გუნდში გადასვლა წინასწარ მაცნობა".
მოგვიანებით გუელპამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სხვა წყაროებმაც დაუდასტურეს. თურმე, გვარდიოლა "ბებერი სინიორას ხელმძღვანელობას გასულ კვირაში შეხვდა.
ჟურნალისტი თვლის, რომ "სიტიდან" გვარდიოლას შესაძლო წასვლა უეფას გამოძიებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მანჩესტერულ კლუბს ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს.
ამას წინათ იუწყეს, რომ ბიანკონერის მწვრთნელი მასიმილიანო
ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის წინ გადადგომას აპირებდა და კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გადააფიქრებინა.