ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს "ჩელსის" ყიდვა სურს

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი სერ ჯიმ რეტკლიფი მზად არის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩისგან ლონდონის "ჩელსი" იყიდოს.

66 წლის რეტკლიფმა ბიზნესი ქიმიურ მრეწველობაში ააწყო. The Times-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩი "ჩელსის" სანაცვლოდ 2,5 მილიარდ გირვანქას ითხოვს. რეტკლიფს შესაბამისი თანხა აქვს, თუმცა მას არ სურს, "ჩელსის" საშინაო არენის, "სტემფორდ ბრიჯის" ძვირად ღირებულ რეკონსტრუქციაზე დახარჯოს ფული, რაზეც მანამდე უარი აბრამოვიჩმაც განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალ Forbes-ის ბოლო რეიტინგში აბრამოვიჩმა 107-ე, რეტკლიფმა კი 110-ე ადგილი დაიკავა.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 21 მილიონ გირვანქას შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როცა ქომება 21 მილიონი გაქ 2.5 მილიარდ ნახევარი საიდან უნდა გააჩინო? :D
ნოდო
22:46 19-03-2019
0
საინტერესოა ან ერთს ან მეორეს რად უნდათ ჩელსი ან რომელიმე სხვა კლუბი?
aburjga
19:18 19-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული