ლონდონის "არსენალის" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა.
BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ანრიმ ხმათა 45% მიიღო. მეორე ადგილზეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო (14%), მესამეზე კი კიდევ ერთი ფრანგი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ერიკ კანტონა (12%).
მეოთხე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ბომბარდირი სერხიო აგუერო (8%), მეხუთეზე კი ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა დიდიე დროგბა (6%) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ანრი ლონდონის "არსენალის" ღირსებას 1999-2007 წლებში იცავდა, მის ანგარიშზე 258 მატჩში 175 გოლია. "არსენალთან" ერთად
ანრიმ პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.
გამოკითხვაში მონაწილეობა 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.