"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემი" დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, პრემიერლიგის 32-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ფულჰემი" 2:0 დაამარცხა.

გოლი და საგოლე გადაცემა თავდამსხმელმა აგუერომ მიითვალა. ის 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

ბერნარდო სილვამ "სიტიში" პირველად გაიტანა ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი.

ამ გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 77 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გადაინაცვლა და "ლივერპულს" 1 ქულით გაასწრო, რომელიც 31 მარტს "ტოტენჰემს" ხვდება. თან, "სიტის" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ლონდონი. "კრეივენ კოტეჯი". 25 001 მაყურებელი
ფულჰემი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (5), 0:2 აგუერო (27)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული