გვარდიოლა: რატომ უნდა გავიმარჯვოთ ოთხივე ტურნირში? ინგლისში აქამდე ეს არავის გაუკეთებია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონში ოთხი ტიტულის მოგების შანსები შეაფასა.

"თუ ფანები ამაზე ოცნებობენ, ეს მათი ნებაა. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ჩემი სამწვრთნელო გამოცდილება მკარნახობს: თუ ყურადღებას მოადუნებ, პრობლემები შეგექმნება.

რატომ უნდა ვიფიქრო ოთხი ტიტულის მოგებაზე, თუ ამ ქვეყანაში ეს აქამდე არასდროს მომხდარა?

1980-იანი წლების "ლივერპული", ჟოზე მოურინიოს "ჩელსი", არსენ ვენგერის "არსენალი" - ასეთ ლეგენდარულ გუნდებსაც კი ეს არ გაუკეთებიათ.

რატომ უნდა მოვიგოთ ოთხივე ტიტული ჩვენ? ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედმაც" კი, რომელმაც 1998-99 წლების სეზონში სამი ტურნირი
მოიგო, ვერ გაიმარჯვა მეოთხეში, მიუხედავად იმისა, რომ სამის მოგებაც ძალიან რთულია. ინგლისურმა კლუბმა ერთ სეზონზე სამ ტურნირში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.

ჩვენი შემდეგი მეტოქე "კარდიფია", მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიმოძრაოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "სიტიმ" ლიგის თასი მოიგო. ინგლისის თასის ნახევარფინალში "ბრაიტონს", ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში კი - "ტოტენჰემს" შეხვდება.

პრემიერლიგაში გვარდიოლას გუნდი "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემი" დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

altსერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტი" ნახევარფინალში თამაშგარედან გატანილი გოლით გაიყვანა [VIDEO]

altკევინ დე ბრიუნე: თუ "მანჩესტერ სიტი" ოთხივე ტურნირს მოიგებს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდება

alt"ფრანს ფუტბოლმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული