ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბოლო ფინანსური აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში პრემიერლიგის კლუბებმა 304 მლნ ევრო აგენტების მომსახურებაზე დახარჯეს.
ყველაზე მეტი "ლივერპულმა" დახარჯა, რომელმაც 2018 წლის პირველი თებერვლიდან 2019 31 იანვრამდე აგენტებს 51.8 მლნ ევრო გადაუხადა.
მეორე ადგილზე ლონდონის "ჩელსია", რომელმაც აგენტებს 31.4 მლნ ევრო გადაუხადა.
"მანჩესტერ სიტიმ" კი აგენტების მომსახურებაზე 28.1 მლნ ევრო დახარჯა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" - 23.42 მლნ ევრო.
ყველაზე ნაკლები პრემიერლიგაში "ბარნლიმ" დახარჯა - 3.51 მლნ ევრო.
ჩემპიონშიპში ყველაზე მაღალი შედეგი ამ მხრივ "სტოკმა"
დააფიქსირა - 8.2 მლნ ევრო.
აქვე გეტყვით, რომ მარტის ბოლოს პრემიერლიგამ საზღვარგარეთ მატჩების ჩვენების უფლება 4.7 მლრდ ევროდ გაყიდა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით