როგორ გამოიყურება ლონდონის "ტოტენჰემის" ახალი სტადიონი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, რომელშიც "ტოტენჰემმა" 2:0 გაიმარჯვა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა, კლუბის ისტორიაში შევა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ახალ სტადიონზე, "ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე" პირველი მატჩი გამართა.

ახალ სტადიონს გულშემატკივრები 3 წელი ელოდებოდნენ. მშენებლობის შესახებ საუბრები ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, თუმცა ნებართვების მიღებას და გეგმების დამტკიცებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ყველა საჭირო დოკუმენტაცია კლუბმა მხოლოდ 2016 წელს მიიღო.

პროექტის საბოლოო ღირებულება, სულ მცირე, 850 მილიონ გირვანქას შეადგენს, ტელეკომპანია Sky კი ერთ მილიარდ გირვანქაზე საუბრობს.

პირველი წელიწად-ნახევრის
მანძილზე ახალ სტადიონს პირდაპირ "უაიტ ჰართ ლეინის" გარშემო აშენებდნენ, შემდეგ "ტოტენჰემი" ლეგენდარულ "უემბლიზე" გადაბარგდა, ახალ სტადიონზე დაბრუნება კი 2018/19 წლების სეზონში იყო დაგეგმილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო 2019 წლის მარტამდე სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

სტადიონის პროექტზე მუშაობდა არქიტექტორთა ჯგუფი, რომლებმაც "არსენალს" "ემირეითსი" აუშენეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, "ტოტენჰემის" სტადიონი მათი დაუძინებელი მტრის საშინაო არენაზე უფრო თანამედროვედ გამოიყურება.

სიდიდით ეს "ოლდ ტრაფორდის" შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის მეორე სტადიონია. ტრიბუნები 62 062 მაყურებელზეა გათვლილი, 17 500 მათგანი კი სამხრეთ ტრიბუნაზე განთავსდება. როგორც ჩანს, "ტოტენჰემმა" მაგალითი დორტმუნდის "ბორუსიასგან" აიღო, რადგან გულშემატკივრები ფან-კლუბების ტრიბუნას "თეთრ კედელს" უწოდებენ.

"ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურის მხრივ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. შედეგებიც ამ მაღალ თამასას უნდა შეესაბამებოდეს", - განაცხადა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ულამაზესია
0

სიახლეები პოპულარული