პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა მადრიდის "რეალთან" მის კლიენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ Le10Sport-ი იუწყება.
როგორც გამოცემა იუწყება, რაიოლა ამ ტრანსფერისთვის 18 მილიონ ევროს ითხოვს, პოგბა კი მადრიდის "რეალში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
ფრანგ ფეხბურთელს მადრიდულ კლუბს გასულ ზამთარშიც უკავშირებდნენ, თუმცა მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიომ დატოვა და პოგბა "წითელი ეშმაკების" რიგებში დარჩა.