"ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე პრემიერლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
სენეგალის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა მარტში პრემიერლიგაში 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუკეთესოს წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), შეიმუს კოულმენი (ევერტონი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი) და ჯეიმს უორდ-პროუზი (საუთჰემპტონი).