ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" კვლავ ცდილობს პოგბას გადაბირებას.
გასულ კვირას "აიაქსსა" და "იუვენტუსს" შორის ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ ტურინელთა წარმომადგენლები პოგბას აგენტს, მინო რაიოლას შეხვდნენ. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, შეხვედრის მიზეზი ფრანგი ვარსკვლავის ტურინში შესაძლო დაბრუნება იყო.
The Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს პოლ პოგბას გუნდიდან გაშვებას.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესებულია ფრანგი ვარსკვლავით, მანჩესტერელთა ბოსებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და განაცხადეს, რომ არ სურთ 26 წლის ნახევარმცველთან განშორება. სწორედ ამიტომ, "წითელი ეშმაკები"
ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებენ პოგბას.
სამომავლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგ ნახევარმცველს გუნდის ლიდერად აღიქვამს, რის გამოც მისი დაკარგვა არც კი წარმოუდგენია.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ეს მესისა და პოგბას დუელი იქნება
მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით