30 წელი გავიდა ჰილსბროს ტრაგედიიდან, რომელსაც 96 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
FA თასის ნახევარფინალი. 1989 წელი. "ლივერპული"-"ნოტინგემ ფორესტი". მატჩის მე-6 და უკანასკნელი წუთი. 96 გარდაცვლილი, 766 დაშავებული.
FA თასის ნახევარფინალი. 1989 წელი. "ლივერპული"-"ნოტინგემ ფორესტი". მატჩის მე-6 და უკანასკნელი წუთი. 96 გარდაცვლილი, 766 დაშავებული.
15 აპრილს, ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, თუმცა მის შესახებ საუბარი დღესაც არ წყდება და გამოძიება 2016 წლამდე მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, სასამართლომ ტრაგედია წინასწარ განუზრახველ დანაშაულად ჩათვალა, პასუხისმგებლობა კი პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელს, დევიდ დაკენფილდს დაეკისრა, რომელმაც გარკვეული შეცდომები დაუშვა, რასაც თითქმის 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე, ოფიციალურ ვერსიად სტადიონის მახასიათებლები და გულშემატკივრების აგრესიული
ქმედება სახელდებოდა.
მოგვიანებით კი, ტრაგედიის მთავარ მიზეზად პოლიციისა და ორგანიზატორების არასწორი გადაწყვეტილებები დასახელდა.
რა მოხდა ჰილსბროში?
არეულობა სტადიონზე შესვლამდე დაიწყო. ამიტომ პოლიციამ, დაკენფილდის ბრძანებით, ყველა, მათ შორის, ბილეთის არმქონე პირები, შემოწმების გარეშე ტრიბუნებზე შეუშვა, სადაც 2000 გულშემატკივარი უკვე იმყოფებოდა.
მოედანსა და ტრიბუნებს ყველა მხრიდან ღობე ჰყოფდა. დაიწყო ჭყლეტვა. ხალხი პოლიციას ერთ-ერთი ღობის გაღებას სთხოვდა, რითაც საშუალება ექნებოდათ, მოედანზე გადამხტარიყვნენ, თუმცა ამას დაკენფილდის ბრძანების გარეშე ვერ გააკეთებდნენ.
მხოლოდ 23 წლის შემდეგ, 2012 წლის 12 სექტემბერს გაჟღერდა სიმართლე, რომ ამ მომენტში მატჩის ორგანიზატორებმა და პოლიციამ შესაბამისად არ იმოქმედეს.
დამოუკიდებელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მიზეზი "ლივერპულის" ფანების ქმედებები ან მათი სიმთვრალე არ ყოფილა (გამოცემა The Sun-ი "ლივერპულის" გულშემატკივრებს მოროდიორებს უწოდებდა და წერდა, რომ ისინი გარდაცვლილების და დაშავებულების საფულეებს იპარავდნენ, ურტყამდნენ პოლიციას და ა.შ.).
გამოძიება გაყალბებით ჩატარდა. გაყალბდა სამედიცინო რეპორტებიც. ბევრი დოკუმენტი თავიდან დაიწერა.
ახალმა გამოძიებამ აჩვენა, რომ თუ პოლიცია სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სტადიონზე შესვლის ნებას მისცემდა, 41 ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.
წლების შემდეგ, როდესაც სიმართლე დადგინდა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ბრიტანელებს ბოდიში მოუხადა.
როგორ იმოქმედა ამ ტრაგედიამ ფეხბურთზე?
30 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სტადიონებზე უსაფრთხოების წესები რადიკალურად შეიცვალა. ბრიტანულ არენებზე გაუქმდა დასადგომი ადგილები, აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, შეიცვალა ბილეთის გაყიდვის წესი.1998 წლიდან დასადგომი ადგილები UEFA-მაც აკრძალა.
"ევროპას დგომა სურს" - 2018-19 წლების სეზონის მერვედფინალურ შეხვედრაში დორტმუნდის "ბორუსიასა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის, გერმანელმა და ბრიტანელმა ფანებმა UEFA-ს პრეზიდენტს, ალექსანდერ ჩეფერინს დასადგომი ადგილების დაბრუნება მოსთხოვეს. მოთხოვნას ხელი ევროპის 17-მა უდიდესმა ფან-კლუბმა მოაწერა.
ფანების სურვილი გასაგებია: მათ სურთ, სტადიონზე გაიზარდოს დასწრება და შემცირდეს ბილეთის ფასები, რაც მხარდაჭერასაც გაზრდის. მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ თანამედროვე სტადიონების ტრიბუნებს ათასობით ადამიანის ატანა შეუძლიათ და ამავე დროს, ევაკუაციისა და უსაფრთხოების გაწერილი გეგმა აქვთ.
გერმანიაში დასადგომი სექტორები თითქმის ყველა სტადიონზე არსებობს. "სიგნალ იდუნა პარკის" ("დორტმუნდის" არენა) სამხრეთი ტრიბუნა მსოფლიოში უდიდესია, მაგრამ ევროპულ ტურნირებზე მასზე UEFA-ს რეგულაციები ვრცელდება.
დასადგომი ადგილები არის ავსტრიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, ჰოლანდიასა და შოტლანდიაში.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით