"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა გუნდის მენეჯერს, პეპ გვარდიოლას მაქსიმალურად უწყობს ხელს, შედეგი კი ევროტურნირებზე არ ჩანს - მეოთხედფინალს იქით ვერ აღწევს.
რაც "ქალაქელებს" გვარდიოლა ჩაუდგა სათავეში, უკანასკნელ 3 სეზონში ტრანსფერებზე 607.5 მილიონი ევრო დაიხარჯა.
პირველ სეზონში გვარდიოლას ფეხბურთელთა დასამატებლად 213 მილიონი გამოუყვეს და მცველი ჯონ სტოუნზი, ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი და თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი შეიძინეს.
მეორე სეზონში მეკარე ედერსონის, მცველების - კაილ უოკერის, ბენჟამინ მენდის, ემერიკ ლაპორტის და დანილოს, აგრეთვე, ნახევარმცველ ბერნარდუ სილვას ტრანსფერებზე 317.5 მილიონი დახარჯეს.
ამ სეზონში "სიტიმ" გუნდის გასაძლიერებლად
77 მილიონი დახარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 67 მილიონი ნახევარმცველ რიად მარეზის ტრანსფერს მოხმარდა.
გვარდიოლას გუნდი მხოლოდ ინგლისში ვარგობს - მოიგო პრემიერლიგა, სუპერთასი და ორჯერ ლიგის თასი.
ცნობისათვის, "ტოტენჰემს", რომელმაც "სიტი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო, ერთი წელია ფეხბურთელი არ შეუძენია.