იურგენ კლოპმა დერბის წინ "მანჩესტერ იუნაიტედს" დასცინა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, თუ რა გავლენას იქონიებს ჩემპიონობაზე მანჩესტერული დერბი.

"მანჩესტერული დერბი არ არის ის მოვლენა, რომელზე ზეგავლენის მოხდენაც ჩვენ შეგვიძია. როგორც ჩანს, ეს არც "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალუძს.

რა ანგარიშით წააგეს "ევერტონთან"? 0:3? 0:4? დერბი, ეს "მანჩესტერ სიტისთვის" ჩვეულებრივი მატჩია. ჩვენც ვეთამაშეთ "იუნაიტედს". მაშინ გაცილებით უკეთეს ფორმაში იყვნენ და შეხვედრა 0:0 დასრულდა. ასე რომ, ბედნიერ დღეს დერბი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო.

თუ "იუნაიტედი" აიღებს ქულას დერბიში და ჩვენ "ჰადერსფილდს" მოვუგებთ, "ბარსელონას" შემდეგ "ნიუკასლში" იმ განწყობით გავფრინდებით, რომ საქმის
ნახევარი უკვე გაკეთებულია თუ რაღაც მსგავსი და აი, სწორედ მაშინ გვექნება საქმე ცუდად. ამიტომ, ყველაფერს ჯობს, საკუთარ საქმეებზე გავამახვილოთ ყურადღება. აქამდე ეს შესანიშნავად მუშაობდა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "სიტის" 2 ქულით უსწრებს, თუმცა "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოპო,შენ ჭკვიანი კაცი ხარ და არ გშვენის ერთი ადგილის თამაში ჯიგარ..დარწმუნებული ვარ ისე უგულშემატკივრებ დღეს მანიუს როგორც არასდროს.სიტის კალენდარიდან გამომდინარე ყველაზე დიდი ჯახი დღეს უწევს სიტს,და მანიუს თუ მოუგო ჩემპიონიც გახდება.ასე რომ რაღაცეებს ნუ მიედ მოედები
წერო
16:08 24-04-2019
2

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
38
32
2
4
72
98
38
21
9
8
24
72
38
21
7
10
22
70
7
ვულვზი
38
16
9
13
1
57
38
15
9
14
8
54
38
15
7
16
3
52
38
15
7
16
-3
52
38
14
8
16
-7
50
38
14
7
17
-2
49
38
12
9
17
-6
45
38
13
6
19
-14
45
38
11
7
20
-23
40
38
9
9
19
-25
36
18
კარდიფი
38
10
4
24
-35
34
19
ფულჰემი
38
7
5
26
-47
26