"ტოტენჰემმა" "ბრაიტონს" 88-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონს" 1:0 მოუგო.

გოლი 88-ე წუთზე ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა შორიდან დარტყმით გაიტანა.

"ტოტენჰემი" 70 ქულით მესამე ადგილზეა და 27 აპრილს, შემდეგ ტურში "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.

"ტოტენჰემმა" ახალ სტადიონზე ოთხივე მატჩი საერთო ანგარიშით 8:0 მოიგო.

"ბრაიტონმა" ბოლო 6 მატჩში ვერც ერთი ვერ მოიგო, 34 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 56 251 მაყურებელი
ტოტენჰემი - ბრაიტონი 1:0
გოლი: ერიკსენი (88)

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, ალი, ვანიამა (დევისი 82),
ერიკსენი, სონი (ფოიტი 90), ლორენტე, მოურა (იანსენი 80)

ბრაიტონი: რაიანი, ბერნარდო, დანკი, დაფი, მონტოია, ბისუმა (კაიალი 86), სტივენსი, გროსი, ოკადია, ანდონე (მარეი 64), ჯახანბახში (მარჩი 73)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული