23 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონს" 1:0 მოუგო.
გოლი 88-ე წუთზე ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა შორიდან დარტყმით გაიტანა.
"ტოტენჰემი" 70 ქულით მესამე ადგილზეა და 27 აპრილს, შემდეგ ტურში "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.
"ტოტენჰემმა" ახალ სტადიონზე ოთხივე მატჩი საერთო ანგარიშით 8:0 მოიგო.
"ბრაიტონმა" ბოლო 6 მატჩში ვერც ერთი ვერ მოიგო, 34 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.
ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 56 251 მაყურებელი
ტოტენჰემი - ბრაიტონი 1:0
გოლი: ერიკსენი (88)
ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, ალი, ვანიამა (დევისი 82), ერიკსენი, სონი (ფოიტი 90), ლორენტე, მოურა (იანსენი 80)
ბრაიტონი: რაიანი, ბერნარდო, დანკი, დაფი, მონტოია, ბისუმა (კაიალი 86), სტივენსი, გროსი, ოკადია, ანდონე (მარეი 64), ჯახანბახში (მარჩი 73)