პრემიერლიგა. XXXVI ტურის წინ: ვინ გაიცინებს "ოლდ ტრაფორდზე"?

AutoSharing Option
ჩემპიონობის ორი მთავარი პრეტენდენტით დავიწყოთ. პარასკევს ტურს გახსნის "ლივერპული", რომელიც "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.

მთელ საფეხბურთო მსოფლიოში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მერსისაიდელები ამ თამაშს მოიგებენ. იურგენ კლოპის გუნდის მოტივაცია უდიდესია და ეს მაშინ, როცა "ჰადერსფილდი" უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა პრემიერლიგას.

მასპინძლებს დაცვაში გარკვეული პრობლემები აქვთ. მეორე მომენტია ის, თუ რამდენად შეუძლია "ჰადერსფილდს" სიტუაციის სათავისოდ გამოყენება. გუნდი საშინლად გამოიყურება შეტევაში ისევე, როგორც სხვა სათამაშო კომპონენტებში.

"სიტიმ" უნდა მოიგოს და ეს დიდი პრობლემა თითქოს არ უნდა იყოს. აბა, სად მორბენალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ბარნლი" და
სად - პეპ გვარდიოლას ვარსკვლავთკრებული, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამავე "ბარნლიმ" "ჩელსის" მისსავე მოედანზე დააკარგვინა უაღრესად საჭირო ქულები (2:2).

"ტოტენჰემს" რთული დერბი ელის "ვესტ ჰემთან". ორი ლონდონური გუნდის დაპირისპირებაში ფავორიტები "დეზები" არიან, მაგრამ "ჩაქუჩებისგან" სიურპრიზი არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს და ერთი თამაშის მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია.

ოთხეულში მოხვედრის კიდევ ერთი მოსურნე - ლონდონის "არსენალი" გასვლაზე ითამაშებს "ლესტერთან". "მეთოფეებმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, თან არ ეყოლებათ დაცვის ლიდერი შკოდრან მუსტაფი. არც "ლესტერი" ჩანს საშინაო ასპარეზზე რაიმეს იოლად დამთმობი.

ოთხეულში მოსახვედრად გასამართ ბრძოლაში გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს "მანჩესტერისა" და "ჩელსის" დაპირისპირება. "იუნაიტედი" ბოლო დროს ვერაა კარგ დღეში და იმავეს ვიტყვით "ჩელსიზე", რომელმაც "ბარნლისთან" საშინაო ზავის შემდეგ საკმაოდ გაირთულა ოთხეულის პერსპექტივა.

ფაქტები
  • "ლივერპული" პრემიერლიგაში 3-ჯერ ეთამაშა "ჰადერსფილდს" და სამივე თამაში მოუგო.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 2 მატჩში სძლია "ვესტ ჰემს".
  • "ევერტონმა" უკანასკნელ ორ თამაშში აჯობა "კრისტალ პალასს".
  • "ფულჰემისა" და "კარდიფის" ბოლო 8 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "საუთჰემპტონისა" და "ბორნმუთის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ბრაიტონმა" ბოლო მატჩში სძლია "ნიუკასლს".
  • "ლესტერისა" და "არსენალის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელ 2 შეხვედრაში მოუგო "ბარნლის".
  • "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" ბოლო დაპირისპირება ქულების გაყოფით დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXVI ტური
პარასკევი, 26 აპრილი
ლივერპული-ჰადერსფილდი 23:00

შაბათი, 27 აპრილი
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 15:30
კრისტალ პალასი-ევერტონი 18:00
ფულჰემი-კარდიფი 18:00
საუთჰემპტონი-ბორნმუთი 18:00
უოტფორდი-ვულვზი 18:00
ბრაიტონი-ნიუკასლი 20:30

კვირა, 28 აპრილი
ლესტერი-არსენალი 15:00
ბარნლი-მანჩესტერ სიტი 17:05
მანჩესტერ იუნ-ჩელსი 19:30

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), სალაჰი (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი); 18 - მანე (ლივერპული); 17 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კეინი (ტოტენჰემი); 16 - აზარი (ჩელსი), ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული