ვინ მოკლა? - უცნაური ფაქტი, რომელიც ლივერპული-ჰადერსფილდის მატჩში მოხდა

AutoSharing Option
26 აპრილს "ლივერპულისა" და "ჰადერსფილდის" პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში უცნაური ამბავი მოხდა.

3:0-ის დროს ტრანსლაციის კადრში მკვდარი მტრედი მოხვდა, რომელიც "ენფილდის" მინდორზე იწვა. ამავე დროს კადრში დანიელ სტარიჯიც იყო.

რადგან სტარიჯმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა, უკმაყოფილმა ფანებმა მკვდარი მტრედის ფაქტი სტარიჯს მიაწერეს.

"სტარიჯმა მოკლა ეს მტრედი?"

"სტარიჯის დარტყმა იმდენად ცუდია, რომ ფრინველი მოკლა"

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "ჰადერსფილდი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული