26 აპრილს "ლივერპულისა" და "ჰადერსფილდის" პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში უცნაური ამბავი მოხდა.
3:0-ის დროს ტრანსლაციის კადრში მკვდარი მტრედი მოხვდა, რომელიც "ენფილდის" მინდორზე იწვა. ამავე დროს კადრში დანიელ სტარიჯიც იყო.
რადგან სტარიჯმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა, უკმაყოფილმა ფანებმა მკვდარი მტრედის ფაქტი სტარიჯს მიაწერეს.
"სტარიჯმა მოკლა ეს მტრედი?"
"სტარიჯის დარტყმა იმდენად ცუდია, რომ ფრინველი მოკლა"
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "ჰადერსფილდი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.