იურგენ კლოპი: 500 წლის წინ შეიძლებოდა მეფის მასხარა ვყოფილიყავი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი უდავოდ საინტერესო პიროვნებაა, საღად მოაზროვნე და იუმორის გრძნობის მქონე. მან სამუშაოსადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"საკუთარ თავს აბსოლუტურად ნორმალურ ადამიანად ვთვლი. დიახ, სხვებზე ოდნავ უკეთ ვერკვევი ფეხბურთში. ეს სიმართლეა, მაგრამ ამის გამო განსაკუთრებული არ გახლავართ.

უბრალოდ გამიმართლა, რამეთუ 500 წლის წინ ეს ცოდნა არაფერში არ გამომადგებოდა. შეიძლებოდა მეფის მასხარა ვყოფილიყავი და ქუჩაში მძინებოდა.

მართლა რეალურად გამიმირთლა, რომ ჩემი ნიჭი სადღაც გამომადგა. ამას ძალიან ვაფასებ.

ვიცი, ბალახის ჰოკეის მწვრთნელები ხუთჯერ მეტს მუშაობენ და ჩემი ხელფასის 4%-ს იღებენ. საკმაოდ ჭკვიანი
ვარ და ამას ვაფასებ", - განუცხადა კლოპმა DW Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე პოზიტიური ადამიანი დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში.
1

სიახლეები პოპულარული