"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მისი გუნდის თავდამსხმელი ენტონი მარსიალი "ჩელსისთან" (1:1) მატჩის წინ მთელი გუნდის თვალწინ გააკრიტიკა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელს არ მოეწონა, თუ როგორ ხურდებოდა შეხვედრამდე ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ერთ ადგილას იდგა და თანაგუნდელებს უყურებდა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მარსიალს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 37 ჩატარებული შეხვედრაა, სადაც მან 12 გოლს და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.