პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების კრიტიკას უპასუხა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ პასუხი გასცა მის მიმართ კრიტიკული გამონათქვამების ავტორებს - როი კინსა და პოლ სქოულზს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ორივე ლეგენდა დღეს ექსპერტად ინგლისური ტელევიზიებისთვის მუშაობს.

"ბრიტანელი ექსპერტების კრიტიკა? ჩემზე ეს არ მოქმედებს. ისინი ფულს კამერის წინ იღებენ. მე კი ჩემს მოვალეობას მოედანზე ვასრულებ. მათ შეუძლიათ თქვან, რაც სურთ, რადგან სწორედ საუბარში უხდიან ფულს.

აი, მე კი საუბარში ფულს არავინ მაძლევს. მე ხელფასს ფეხბურთის თამაშითა და მოედანზე ჩემი გუნდისთვის ბრძოლის გამო ვიღებ. სულ ესაა" - გადმოსცემს Daily Express-ი პოგბას
სიტყვებს.

პოლ პოგბა მანჩესტერში 2016 წლიდან გამოდის. წლევანდელ სეზონში ფრანგმა პრემიერლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული