"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტისთან" შესაძლო "ოქროს მატჩზე" გააკეთა კომენტარი.
"ეს შესაძლებელია? მართალი გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. კარგი იქნებოდა. თუმცა, არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია", - ციტირებს კლოპს "მირორი".
"ოქროს მატჩი" იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ორი გუნდი ქულების თანაბარ რაოდენობას დააგროვებს და ბურთების შეფარდებაც თანაბარი ექნებათ.
36 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" 92 ქულა აქვს (ბურთების შეფარდება 90:22), მეორე ადგილზე კი 91 ქულით "ლივერპულია" (84:20).
მორიგ ტურში "სიტი" "ლესტერს" მასპინძლობს, "ლივერპული" კი სტუმრად "ნიუკასლს" შეხვდება.