დივოკ ორიჯიმ "ნიუკასლს" 86-ე წუთზე გაუტანა და "ლივერპულს" ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში "ლივერპულმა" "ნიუკასლის" დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხება მოახერხა.

სტუმრები ვერ ამარცხებდნენ მასპინძლებს, ანგარიში 2:2 იყო, როდესაც "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ვეინალდუმი შაქირით, ხოლო ტრავმირებული სალაჰი ორიჯით შეცვალა და შაქირის პასით ორიგიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ლივერპული" 94 ქულით გალიდერდა და "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს, რომელიც 6 მაისს "ლესტერს" მასპინძლობს.

12 მაისს, უკანასკნელ ტურში "ლივერპული" "ვულვერჰემპტონს" მასპინძლობს, ხოლო "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ბრაიტონს" ხვდება.

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 52 206 მაყურებელი
ნიუკასლი - ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 ვან დეიკი (13),
1:1 ატსუ (20), 1:2 სალაჰი (28), 2:2 რონდონი (54), 2:3 ორიჯი (86)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული