მოჰამედ სალაჰი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შეიძლება "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"ნიუკასლთან" პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში ტრავმა მიიღო "ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა.

ეგვიპტელი ფორვარდი 73-ე წუთზე მეტოქე გუნდის მეკარეს მარტინ დუბრავკას შეეჯახა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მას სავარაუდოდ თავის ტრავმა აქვს, მოედნიდან გაყვანისას გრძნობაზე იყო, თუმცა უცნობია შეძლებს თუ არა 7 მაისს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მოჰამედმა 46 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან "ნიუკასლის" კარიც დალაშქრა და 22 გოლით ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული