ინგლისში ყველაზე არაჯენტლმენური გოლი გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონატის ლიგა ერთის დივიზიონში, ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე არაჯენტლმენური გოლი გაიტანეს.

აღნიშნული შემთხვევა ლიგა ერთის ბოლო ტურში მოხდა. 4 მაისს "პლიმუთი" "სქანთორპ იუნაიტედს" მასპინძლობდა. მე-60 წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო მასპინძლების სასარგებლოდ, "პლიმუთის" მეკარემ ტრავმა მიიღო, მსაჯსაც ანიშნა და ბურთის მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგდება სცადა. თუმცა მეთ მეისის (მეკარე) გადაგდებული ბურთი "სქანთორპის" თავდამსხმელმა ჯოშ მორისმა აუტის ხაზს იქით არ გადაუშვა, გაისწორა ბურთი და "პლიმუთის" კარში გადაგზავნა.

ამას მასპინძელთა პროტესტი და მაყურებელთა სტვენა მოჰყვა, თუმცა, უშედეგოდ. მსაჯმა ბურთი ჩათვალა, სტუმრებმა
გოლი არ დააბრუნეს და ანგარიშიც 2:2 გახდა. თუმცა, 10 წუთში "პლიმუთმა" მაინც გაიტანა და მასპინძლებმა შეხვედრა მოიგეს - 3:2.

ორივე გუნდი ლიგა ერთში დარჩენისთვის იბრძოდა, თუმცა ეს ვერცერთმა ვერ მოახერხა და მომავალ სეზონში ლიგა ორში განაგრძობენ თამაშს.

ქვევით კი შეგიძლიათ იხილოთ სრულიად განსხვავებული საქციელი "ლიდს იუნაიტედისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას მხრიდან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გახსოვთ თბილისში ასაკობრივ ნაკრებებს შორის შესარჩევის თამაშში,ქართველებმა რომ ბურთი გადააგდეს აუტში ტრავმის გამო და ინგლისელებმა,ბურთის დაბრუნების ნაცვლად კინაღამ გოლი გაგვიტანეს?ეტყობა ჯენტლმენობის ხანა,ინგლისშიც დასრულდა.
სოსო
16:45 06-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული