პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში "მანჩესტერ სიტი" სახლში ვერ ამარცხებდა "ლესტერს" და გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე მცველმა ვენსან კომპანიმ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ბურთი მეტოქის კარში უკანასკნელად 6 წლის წინ დაარტყა.
ნამატჩევს "ქალაქელთა" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კლუბის "ტვიტერზე" ეს დაწერა: "გიყვიროდი, არ დაარტყა! არა, ვინი, არა!".
12 მაისს, უკანასკნელ ტურში "სიტიმ" თუ სტუმრად "ბრაიტონს" სძლია, ჩემპიონი გახდება.