მიზეზი FIFA-ს რეგულაციების დარღვევაა, რომელიც 18 წლამდე მოთამაშეთა რეგისტრაციის წესების დაცვას ითვალისწინებს.
"ჩელსიმ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია არ დაკმაყოფილდა და ამის გარდა, "არისტოკრატებს" 600 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრათ.
ლონდონური კლუბი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ევროპა ლიგაზე კი ნახევარფინალშია, სადაც პირველ შეხვედრაში ფრანკფურტის "აინტრახტთან" სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა.
"რთულია, მაურისიო სარის პატივი ვცე" - გარი კეჰილი "ჩელსიდან" მიდის