"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონის ტიტული დაიცვა - "ლივერპული" ვერცხლს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
12 მაისს, პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "ბრაიტონს" 4:1 მოუგო და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

პრემიერლიგის თასის ორიგინალი უკანასკნელი ტურის წინ ბრაიტონში ჩაიტანეს, ასლი კი - "ენფილდზე" და არც შემცდარან. თავიდან "ბრაიტონი" დაწინაურდა და ადგილობრივი ფანები სკანდირებდნენ: "ლივერპული 1:0-ს იგებს". თუმცა შემდეგ "ქალაქელებმა" იმარჯვეს და ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმეს.

პეპ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში მერვედ გახდა ჩემპიონი, სულ კი 26 ტროფეი მოიპოვა.

ვერცხლის მედლებს "ლივერპული" დასჯერდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია "ვულვერჰემპტონს".

ფალმერი. "ამერიკან ექსპრესი". 30 662 მაყურებელი
ბრაიტონი
-  მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 1:0 მიურეი (27), 1:1 აგუერო (28), 1:2 ლაპორტე (38), 1:3 მარეზი (63), 1:4 გიუნდოგანი (72)

ლივერპული. "ენფილდი". 53 331 მაყურებელი
ლივერპული - ვულვერჰემპტონი 2:0
გოლი: მანე (17), 2:0 მანე (81)


ტოტენჰემი - ევერტონი 2:2
ბარნლი - არსენალი 1:3
კრისტალ პალასი ბორნმუთი 5:3
ფულჰემი - ნიუკასლი 0:4
ლესტერი - ჩელსი 0:0
მანჩესტერი - კარდიფი 0:2
საუთჰემპტონი - ჰადერსფილდი 1:1
უოტფორდი - ვესტ ჰემი 1:4

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას აგრეთვე ბრინჯაოსმედალოსანი "ჩელსი" და მეოთხე ადგილზე გასული "ტოტენჰემი" მიიღებენ, "არსენალი" და "მანჩესტერი" კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. თუმცა, "მეთოფეებს" ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეტყობა ამ საიტზე მოძრავი "ბარსას" ფანები ყველანი მამაკაცები არიან, გამწარებულები ჰკბენენ "ლივერპულს".
ქალები რომ ყოფილიყვნენ, ასე არ მოიქცეოდნენ. იმიტომ რომ ყველა ქალს თავისი "მხერხავი" ადრე თუ გვიან უყვარდება DDDDDDDDD
korben dallas
12:15 13-05-2019
3
ვულოცავ ლივერპულს და მის პანებს ამ დიდ წარმატებას! მტელი ცხოვრებაა ოტხეულისტვის იბრზვიან და მეორე ადგილი დიდი წარმატებაა აბა რა არის.d.d.
barsa
22:50 12-05-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული