მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებს: ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში

AutoSharing Option
"ლივერპულის" ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა სეზონი შეაჯამა და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართება მადრიდში და "ლივერპული" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს, თუმცა სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. გულშემატკივრებო, ძალიან გთხოვთ, ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში" - დაწერა ეგვიპტელმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულმა" 97 ქულა დააგროვა, მაგრამ "სიტის" 1 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონი ვერ გახდა. მერსისაიდულმა გუნდმა დაამყარა ახალი რეკორდი და სეზონში ყველაზე მეტი
ქულის მქონე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. ადრე ეს სტატუსი მადრიდის "რეალს" ჰქონდა, რომელმაც 2009/10 წლებში 96 ქულა მოიპოვა, თუმცა ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა 99 ქულით.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ვფიქრობ სიტი ღირსეული ჩემპიონია, პირად შეხვედრებში ლივერპულს მისთვის თამაში არ მოუგია ამ ჩემპიონატში, სახლში მერსისაიდელები სულაც მარცხს ძლივს გადაურჩნენ, მარეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, მანჩესტერში კი 1:2 დამარცხდნენ. 97 ქულა მართლაც არაა ცოტა პრემიერლიგაში, მაგრამ სიტიმ ხომ 98 დააგროვა. ლივეპრულს კი არ დაგვავიწყდეს ევერტონთან ბოლო წამებზე როგორი კურიოზული გოლით გაუმართლათ და ასევე ტოტენჰემთან. კლოპის ლივერპული შესანიშნავი გუნდია, მაგრამ გვარდიოლას სიტი კიდევ უკეთესი. შეძლებს სიტი მომავალ წელსაც დააგროვოს ამდენი ქულა? უფრო ალბათ კი. შეძლებს ლივერპული მომავალ ჩემპიონატშიც ამხელა ქულათა მარაგი აიღოს? სავარაუდოდ ალბათ არა.
პრემიერლიგას უკვე დაატყვეს ხელი ტოპ მწვრთნელებმა, გვარდიოლა, კლოპი, მაურიციო სარი, პოჩეტინო, უნაი ემერი. ერთი სოლსკიაერია ამოვარდნილი ამ ორკესტრიდან. მგონი იჩქარა "იუნაიტედმა" კონტრაქტის მასთან გაფორმება.
ირაკლი
14 მაისი 2019 13:59
3
1 ქულით ძლივს გასწრება 10 თავით მაღლა დგომას რომ ნიშნავს ეს მარტო ბარსას ასეთ ქომაგს შეუძლია დაასკვნას... ნუ ლივერპულს რომ ბარსელონათან თურმე მაგრად "გაუმართლა" ამაზე აღარაფერს ვამბობ :D:D
V
14 მაისი 2019 10:31
1
barsa-ს! კიდევ გეუბნები ვარაუდებით ლაპარაკს მოეშვი. ალბათ, ეტყობა-გეტყობა მემგონი და ა.შ. მითუმეტეს როცა ადამიანს არ იცნობ. ტოტალიზატორში ვერკვევი კი არა ვარ ერთერთი ინიციატორი ამ პროექტის ამ ორგანიზაციის გაუქმების
შესახებ საქართველოში. რაც შეეხება თამაშს ბარსელონა ძალიან შემეცოდა, განსაკუთრებით მესი, მაგრამ ლივერპული უძლიერესი იყო იმ დღეს და გაუმართლა არ გაუმართლა აქ რა მოსატანია? დარწმუნებული ვარ რომ ლიგას მოიგებს
დავით 67
15 მაისი 2019 16:54
0
მართალია, ვეთანხმები ბარსას, პსჟსთან კი არ გაუმართლათ მაგრად ითამაშეს ბიჭებმა და მოუგეს 6-1, აი ლივერპულმა კიდევ ცუდად ითამაშა ბარსელონასთან უბრალოდ მაგრად გაუმართლა და გაძვრა რა. იმიტომ რომ ბარსელონა ბარსელონაა მაინც და დანარჩენმა გუნდებმა აბა ფეხბურთის რა იციან...
V
15 მაისი 2019 15:28
1
ყველა გამოხმაურება
მოჰამედ ალაჰ! ძალიან ბევრი ხომ არ მოინდომე? ხო სულ დამავიწყდა გილოცავთ ლივე ინგლისის "ჩემპიონობას". გაიმარჯვა თქვენზე ათი თავით მაღლა მდგომმა გუნმა სიტიმ თანაც დამსახურებულად. ლივე ბარსასთან უბრალოდ გაგიმართლდათ, ბარსა თვითდაჯერებულობამ, რომ უკვე მოგებული ქონდათ ამით დაისაჯნენ.
barsa
13 მაისი 2019 17:05
51
მეც ბარსას ვბალელშიკობდი, მაგრამ ასეთ უსამართლო კომენტარს არ დავწერდი. სიტის ჩემპიონატში 14 აპრილიდან თამაშში 2 ბურთზე მეტი არ ჰქონდა გატანილი. ლიგაზე ტოტენჰემმა უჩვენა რასაც წარმოადგენს. ლივერპულმა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წააგო. სიტიმ 4 ჯერ. შარშან ლივერპულმა ორჯერ მოუგო მას.წელს 1 მოუგო ერთი წააგო. ახლა შენ გააკეთე დასკვნა როგორ დგას ათი თავიდ მაღლა სიტი ლივერპულზე.
დავით 67
13 მაისი 2019 17:54
5
რატომ ვითომ,რა ვინმე მაძალებს ბარსას ქომაგობას თუ მოდაშია? ვარაუდებით ლაპარაკს მოეშვი!
დავით 67
15 მაისი 2019 06:55
1
ყველა გამოხმაურება
ბარსა-ს!კარგი ნუ ვიდავებთ. მე ვცდილობ ობიექტური ვიყო არამარტო ფეხბურთში. გული მეც დამწყდა ბარსელონას გამოგდებაზე.მაგრამ რას იზამ ფეხბურთი ასეთია. ისე ბევრი ბარსას ბალელშიკები ტოტენჰემს ბალეშიკობენ გასაგები მიზეზების გამო. მე ლივერპულის მოგება მინდა. ფინალამდე))
დავით 67
17 მაისი 2019 17:50
1
დავით67-ო,. მესის ოქროს ბურთზე თანახმა ვარ! აი ლივერპულის ჩ,ლ-ს თასზე რა გითხრა.
ბარსა
19 მაისი 2019 20:44
3
მესის რა თქმა უნდა!. სალახი ვერ ქაჩავს. მოუარამ და ორიჯიმ ერთი თამაში ითამაშეს. ოქროს ბურთი მესის, თასი ლივერპულს!
დავით 67
19 მაისი 2019 08:43
0
ყველა გამოხმაურება
სიმართლეა მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ, ფინალის მერე დასკვნები.
ანრი
14 მაისი 2019 08:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული