
ის მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და კლუბთან ერთად 12 ტიტული მოიგო.
აწ უკვე დასრულებული სეზონის 37-ე ტურში მან "ლესტერის" კარში შორეული დარტყმით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც "სიტი" პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.
ვინსენტ კომპანია კარიერას მშობლიურ "ანდერლეხტში" გააგრძელებს.
როგორც ბელგიელმა აღნიშნა მომავალი 3 წლის განმავლობაში ის ბელგიური კლუბის მოთამაშე-მწვთნელი იქნება.