მაურისიო სარი პულიშიჩზე: არ ვიცოდი, შეთანხმება მიღწეული თუ იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კომენტარი გააკეთა კლუბის ამერიკელ ახალწვეულ კრისტიან პულიშიჩზე. 20 წლის ნახევარმცველი "ჩელსის" დორტმუნდის "ბორუსიადან" შეუერთდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და ნახევარი სეზონი იჯარის წესით გაატარა გერმანულ კლუბში. ტრანსფერის თანხამ 64 მილიონი ევრო შეადგინა.

"მე მას 2-3 თვის წინ ვესაუბრე. პულიშიჩი კარგად იცნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს სტილს, ფეხბურთელებს. ის მზადაა, შემოუერთდეს ჯგუფს. მე არ ვიცოდი, შეთანხმება მიღწეული თუ იყო, თუმცა გარკვეული ხნის წინ კლუბს საკუთარი დამოკიდებულება გავაცანი. მე ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი კრისტიანის მიმართ. დიახ, ის
ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მისი კლუბში მოსვლით მოხარული ვარ და პულიშიჩს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, გახდეს უკეთესი. კრისტიანს შეუძლია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს", - გადმოსცემს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

წლევანდელ სეზონში ამერიკელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4-4 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული