"ლივერპულის" პრეზიდენტი: მგონია, რომ კოუტინიო საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" პრეზიდენტმა ტომ ვერნერმა კომენტარი გააკეთა ტოპ-ფეხბურთელების ამჟამინდელ დამოკიდებულებაზე მათი კლუბის მიმართ და ფელიპე კოუტინიოს "ბარსაში" გადასვლის ისტორია გაიხსენა.

"მე ვთვლი, რომ ახლა არ არსებობს მიზეზი, რატომაც რომელიმე ტოპ-ფეხბურთელი არ ისურვებდა "ლივერპულში" თამაშს. ჩვენ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩამოგვიყალიბდა, გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა და გვყავს მწვრთნელი, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეთავაზების შემთხვევაში არცერთი ფეხბურთელი არ იტყოდა უარს "ლივერპულში" თამაშზე.

მე ფელიპე კოუტინიოს მაგალითს მოვიყვან. მასზე მხოლოდ კარგი რამის თქმა შემიძლია, თუმცა მეჩვენება, რომ მან
"ლივერპული" ესპანეთის ორი ყველაზე დიდი კლუბიდან ერთ-ერთის გამო დატოვა.

ვცდილობდით მის დარწმუნებას, რომ სწორი გზით მივდიოდით და მას ჩვენთან ერთად ბევრის მიღწევა შეეძლო ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა კი, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს" - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Liverpool Echo.

კოუტინიოს ამჟამინდელი კლუბი "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ "ლივერპულმა" გამოაგდო. ფინალი კი ხვალ შედგება. შეხვედრა მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ დარჩენილიყო ალბათ იქნებოდა ერთ ერთი ის ფეხბურთელი ვინც ბარსას ფანებს არასოდეს დაავიწყდებოდათ.
bcn
31 მაისი 2019 17:59
0
ეგ ნაღდად ვერ არის ....კოუტინომ ლა ლიგა მაინც მოიგო და ამათმა რა მოიგეს ნეტავ ...თუ ხვალინდელი თამაში უკვე მოგებული გონია ...და სუარესი რატომ არ ახსენა რამდენი ტიტული მოიგო ლივერპულის შემდეგ და რომ დარჩენილიყო რამდენს მოიგებდა .....
Auee
31 მაისი 2019 14:41
11
კლუბი მიატოვა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.რა არის აქ გაუგებარი დახარბებული იუო ფულზე და ეგაა.მესის ერთად ყველას თამაში კი მოუნდებოდა მაგრამ ასეთი არაკაცობა არ უნდა გააკეთო და უსინდისოდ არ უნდა მოიქცე.კლუბს რომ დაეხმარებოდა ფინალში რეალის წინააღმდეგ ლივერპული უშანსოდ აღარ იქნებოდა...
მაგარი კაცია
31 მაისი 2019 18:29
1
რომ შეეტენე ბარსას რაგეგონა.უსინდისოდ დატოვა კლუბი პლეიოფებში რამე რომ ვერ მოიგო მხოლოდ მისი ბრალია
მაგარი კაცია
31 მაისი 2019 14:30
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული