"ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსმა, რომელიც ამჟამად სტამბულის "ბეშიქთაშში" ასპარეზობს, გადაწყვიტა, არ დასწრებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც "წითლები" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" დაუპირისპირდებიან.
როგორც Daily Mail-ი აცხადებს, მერსისაიდელებმა მოწვევა ყველა იმ ფეხბურთელს გაუგზავნეს, რომლებიც იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ.
გერმანელმა მეკარემ უარი თქვა შეთავაზებაზე იმ მოტივით, რომ მისმა თამაშზე დასწრებამ, შესაძლოა, ყველას ყურადღება მიიპყროს და ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს გუნდზე.
კლუბში კარიუსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრების ნაცვლად, ლორისი შვებულებაში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში "ლივერპულის" კარს
სწორედ ლორის კარიუსი იცავდა. აღნიშნულ თამაშში გერმანელმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა და "რეალს" ტიტულის მესამედ მოგება გაუადვილა.
კარიუსი დროს ტყუილად არ კარგავს - "უიღბლო მეკარე" Rammstein-ის სოლისტის ყოფილთან შენიშნეს [PHOTO]