"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა პოლ პოგბამ ფერგიუსონის გაცნობის შესახებ ისაუბრა. ეს 2009 წელს მოხდა, როცა ის პირველად მივიდა კლუბში.
"უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ფერგიუსონის აქცენტის გამო მისი არ მესმოდა. მე არც ისე კარგად ვსაუბრობდი ინგლისურად და მრცხვენოდა. ბოსი კი ყველას შვილებივით გვექცეოდა.
აკადემიაში თამაშისას ის მოდიოდა და თამაშებს უყურებდა. ის რეალურად უთმობდა ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ძირითადი გუნდის ვარჯიშებზე დავდიოდი. ყველა ისეთი განწყობით თამაშობდა, რომ ყველა მათგანზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.
"მანჩესტერში" ყველაფერი მასშტაბური იყო. საფრანგეთში პირველი გუნდი გამოყოფილია,
შენ მასთან შეხება არ გაქვს. ხოლო "მანჩესტერში" ჩემი მისვლის პირველივე დღეს ფერგიუსონი დავინახე, ფეხბურთელები კი ჩვენთან ერთად ისხდნენ. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან უკვე მათთან ერთად თამაში გინდება", - თქვა პოგბამ.
პოლ პოგბამ, ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, პრემიერლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს ის "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც 2016 წლამდე თამაშობდა. 2016 წელს კი "მანჩესტერში" დაბრუნდა.