"ტელეგრაფის" ცნობით, მეკარე დავიდ დე ხეას უნდა, მომავალ სეზონში "მანჩესტერის" კაპიტანი გახდეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ხეა "მანიუსთან" ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლკიპერი გახდება.
"რამდენიმე მატჩში კაპიტანი ვიყავი. ამ გუნდის ღირსების დაცვა შესანიშნავია. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, თუ კაპიტანი გავხდები.
გუნდში მეცხრე სეზონს ვატარებ და ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ვარ. ბიჭებს უნდა დავეხმარო და ვაგრძნობინო, რამდენად მნიშვნელოვანია ამ გუნდში თამაში", - განაცხადა დე ხეამ.
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის დანიშნავს
გუნდისთავად.
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის დანიშნავს