"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, პოლ ინსის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც "რეალის" თავდამსხმელის, გარეთ ბეილის შეძენა ურჩია.
"არ ვიცი, ასეთ ფანტასტიკურ ფეხბურთელებს ასეთი უცნაური იდეები რატომ მოსდით. ბეილი "რეალის" ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება, პლუს, ხელფასი.
მართლა გამორჩეული ფეხბურთელია, ძალიან მომწონს. ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა თითქმის მარტომ მოიგო. არ ვიცი, რა მოხდა. საუბარი მარტო მასზე კი არა, არამედ ყველა ფეხბურთელზეა. ჩვენ გუნდი უნდა შევქმნათ, გუნდი კი ცალკეული ფეხბურთელები არაა.
მათ ერთად
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ბეილს უსასყიდლოდ გაუშვებდა ერთ-ერთ ჩინურ გუნდში, მაგრამ ფეხბურთელმა ჩინეთში გადაბარგება არ ისურვა, ხოლო "სამეფო კლუბმა" განაცხადა, რომ მუქთად ვერ შეელევა.