"მანჩესტერს" მარიო მანჯუკიჩის შეძენა ასაკის გამო არ უნდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დიდი ალბათობით "მანჩესტერში" არ გადავა.

ეს კლუბები ჯერ კიდევ აწარმოებენ მოლაპარაკებას ფორვარდების - პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს გაცვლაზე და შესაძლებელი იყო მანჯუკიჩი ტრანსფერის ნაწილი გამხდარიყო.

Manchester Evening News-ის ცნობით, "მანიუს" მანჯუკიჩის ასაკი არ აწყობს (34 წლისაა) და ამას გარდა, პრემიერლიგაში არასოდეს არ უთამაშია, ადაპტაციას კი გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

გასულ სეზონში მარიომ სერია A-ს 25 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული